თენგიზ შარმანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებიც თავისი უცხოელი პარტნიორებისგან მითითებებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ ნაბიჯს არ დგამენ

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი თავისი აზრით არ მოქმედებენ და შენიღბვაც არ შეუძლიათ - ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებიც თავისი უცხოელი პარტნიორებისგან მითითებებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ ნაბიჯს არ დგამენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებენ.

მისი თქმით, ამ თემაში ყველაზე იუმორისტული არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” ვერც ნიღბავს და აცხადებს, რომ სამართალწარმოების პროცესი საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით დაიწყეს”.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი თავისი აზრით არ მოქმედებენ და შენიღბვაც არ შეუძლიათ. ამ თემაში ყველაზე იუმორისტული ეს არის, ვერც ნიღბავენ და აცხადებენ, რომ ეს საერთაშორისო პარტნიორების თხოვნით გავაკეთეთო. საერთაშორისო პარტნიორებს რომ არ ეთხოვათ რაღაც-რაღაცების კონსტიტუციურობის საკითხი დადგებოდა? ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომლებიც თავისი უცხოელი პარტნიორებისგან მითითებებს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში არცერთ ნაბიჯს არ დგამენ”, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათ არ აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, თუმცა სამართალწარმოებას საერთაშორისო პარტნიორების და იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით იწყებენ.

ბეჟაშვილის განმარტებითვე, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში