სასამართლომ, ნიკა მელია, ლისის ტბასთან ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე, 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს. სხდომაზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელი.

ორივე სამართალდამცველი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პოლიციის მისამართით ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის მიყენებას, მაშინ როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. თავად ნიკა მელიას თქმით, მას პოლიციისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მელიას თქმით, მისი დაკავებისას ადგილზე დაახლოებით, 50-მდე პოლიციელი იყო. თავის მხრივ, შსს-ს წარმომადგენლები კი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მელიას დაკავებისას მხოლოდ სამნი იყვნენ.

შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. კოალიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

შსს-ს ინფორმაციით, კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი