არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, პლურალისტური დემოკრატიის დახურვას ემსახურება

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს, პლურალისტური დემოკრატიის დახურვას ემსახურება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, „ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ფუტურო სარჩელს ახლავს, ეს არის პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა“.

„ქართული ოცნების“ ე.წ პარლამენტის დეპუტაციამ, სულ 88 დეპუტატმა, ამასწინათ კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რითაც ითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შესაბამისად, საქართველოში პლურალისტური დემოკრატიის დახურვას. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თავისთავად ძალიან ფუტურო სარჩელს ახლავს, ეს არის პარლამენტის ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომლის კანონიერებაზეც მოგახსენებთ შემდეგს: ეს კომისია, რომელსაც საქართველოში იცნობენ წულუკიანის კომისიის სახელით, შეიქმნა უკანონოდ იმიტომ, რომ იგი შეიქმნა კონსტიტუციის და პარლამენტის იმ დროს მოქმედი რეგლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი წესის დარღვევით. კერძოდ, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია, რომ საგამოძიებო კომისიაში იქნეს წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიები, ნახევარი მაინც, რადგან პარლამენტში იმ დროისთვის ოპოზიციური პარტიები უბრალოდ არ იყო წარმოდგენილი, სამმა მათგანმა უარი თქვა თავის მანდატებზე, ხოლო ერთმა მანდატებზე არ თქვა უარი, მაგრამ არ მუშაობდა პარლამენტში, შესაბამისად ოპოზიცია პარლამენტში იმ დროს არ იყო. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? თავისი რიგებიდან გაიყვანა გარკვეული წევრები, რათა შეექმნა ხელოვნურად ეგრეთწოდებული ვითომდა ოპოზიციური პარტიები. ეს არის კონსტიტუციის და რეგლამენტით დადგენილი წესის პირდაპირი და უხეში დარღვევა, შესაბამისად ამ პროცედურული დარღვევის საფუძველზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას არ გააჩნია კანონიერი, ლეგიტიმური საფუძველი.

მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ პარლამენტმა ამ დროებით საგამოძიებო კომისიას მიანიჭა მეტისმეტად ფართო უფლებამოსილებები, მეტისმეტად ფართო მანდატი, რომელიც შორს ცდება პარლამენტის რეგლამენტის მიერ დადგენილ ჩარჩოებს. ნებისმიერი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ტრიბუნალი, სასამართლო ამისთანა კომისიის მიერ შექმნილ მტკიცებულებას არ მიიღებდა, როგორც კანონით მოპოვებულ და სანდო მტკიცებულებას“,- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება