პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლა სარკოზის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლა სარკოზის ციხიდან დღეს გაათავისუფლებენ.

სასამართლომ დაასკვნა, რომ „მტკიცებულებების დამალვის, ზეწოლის ან შეთქმულების რისკი არ არსებობს“, რაც პატიმრობის გაგრძელებას გაუმართლებელს ხდის.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, სარკოზის რამდენიმე მკაცრი პირობა დაეკისრება, მათ შორის აეკრძალება საფრანგეთის დატოვება, ლიბიის საქმეში სხვა ბრალდებულებთან, ასევე იუსტიციის მინისტრ ჟერალდ დარმანინთან დაკავშირება.

სარკოზის ადვოკატმა, კრისტოფ ინგრეინმა განაჩენღან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ შემდეგი ნაბიჯი სააპელაციო სასამართლო პროცესია.

„ჩვენი საქმე ახლა, ნიკოლა სარკოზის და ჩვენი, სააპელაციო სხდომისთვის მომზადებაა“, - აღნიშა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა პარიზის „ლა სანტეს“ ციხეში სასჯელის მოხდა 21 ოქტომბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარიზის სასამართლომ მას ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მოპოვების სქემასთან დაკავშირებული კრიმინალური შეთქმულებისთვის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი