პიტ ჰეგსეტი - პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა - ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ნარკოტიკების გადამზიდ ორ ნავზე დარტყმა განხორციელდა, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ავრცელებს.

„გუშინ, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ტერორისტული ორგანიზაციების ორ ნავზე ორი ლეტალური კინეტიკური დარტყმა განხორციელდა. დაზვერვის მონაცემებით, ნავებს აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკები გადაჰქონდათ“, - წერს პიტ ჰეგსეტი X-ზე.

ჰეგსეტის თქმით, „საერთაშორისო წყლებში განხორციელებული დარტყმების შედეგად, ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა“.

„დარტყმის შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა“, - აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს