თინა ბოკუჩავამ განმარტა, რატომ დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განმარტა, თუ რატომ დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო "ქართული ოცნების" მორჩილია, მაგრამ პარტიის გადაწყვეტილება ისტორიას უნდა დარჩეს.

ჩვენ შიდაპარტიული მსჯელობა გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილი იყო საერთოდ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რადგან სამწუხაროდ, ამ ტრაგიკომედიის ფინალი ივანიშვილს უკვე დაწერილი აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურად ისეთივე მორჩილია, როგორც სხვა ინსტანციის სასამართლო, თუმცა ისტორიისთვის, საერთაშორისო სამართალწარმოებისთვის, კონკრეტულად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ამ სამართლებრივ დავაში შესვლა. ისტორიას უნდა დარჩეს ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შემდგომ ეს გადაწყვეტილებები გაუქმდება, სტრასბურგის სასამართლოც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. სწორედ ამიტომ, პარტიის გადაწყვეტილება იყო ამ პროცესში მონაწილეობა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს