ბადრი ჯაფარიძე - PACE-ის დელეგაციასთან საუბარში დავადასტურეთ, რომ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები - ამოცანაა, არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი დავძლიოთ

ჩვენ PACE-ის დელეგაციასთან საუბარში დავადასტურეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯაფარიძის თქმით, კოალიციის ამოცანაა, რომ საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი დაძლიონ.

„მათ აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საქმიანობა. აუცილებლად მიგვაჩნია ყველა არჩევნებში მონაწილეობა. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია და ვესაუბრეთ ჩვენს პოზიციაზე. მათი ამოცანაც ეს იყო, რომ გაეგოთ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ პოზიცია.

ჩვენ მათთან საუბარში დავადასტურეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ჩვენ ამ პოზიციაზე ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით. ამოცანაა, რომ არჩევნების მიმართ ნიჰილიზმი დავძლიოთ ჩვენს თანამოქალაქეებში, ყველამ გაითავისოს, რომ არჩევნები არის ერთადერთი გზა ხელისუფლების ცვლილებებისკენ და ჩვენი მონაწილეობით კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ მუნიციპალურ არჩევნებში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი