ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა

ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, - ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, „წითელ ფორტთან“ მოხდა.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდგომ ექვს ავტომობილს გაუჩნდა.

„ძალიან ძლიერი აფეთქება იყო“, - განაცხადა ნიუ-დელის პოლიციის წარმომადგენელმა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!