ეკა ბესელია - შეიძლება აიკრძალოს სასამართლო პროცესებზე ტელეფონების შეტანა, რაც გამაოგნებელია, ეს გვაბრუნებს იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე

რა ინფორმაციაც გავრცელდა, იყო გამაოგნებელი. შეიძლება, ისევ გაუქმდეს სასამართლო პროცესებზე დარჩენილი კომუნიკაციის საშუალების, ტელეფონების შეტანა - ეს ჩვენ გვაბრუნებს იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ეკა ბესელიას განმარტებით, სასამართლო კერძო კორპორაცია არაა, რომ ჩაიკეტოს და დაიმალოს, რადგან პროცესის საჯაროობა მის სანდოობასთან არის კავშირში.

„ტელეფონი დღეს არ არის მხოლოდ სასაუბრო საშუალება, არის ბევრი ინფორმაციის შემცველი და მათ შორის სამუშაო დატვირთვაც აქვს. მე მაგალითად ჩემი დროის დიდი ნაწილი ტელეფონით ვმუშაობ.

ისეთ ვითარებაში, როდესაც პროცესის ღიაობა და საჯაროობა არის პირველი ელემენტი, რომელიც აჩვენებს რამდენად სამართლიანია სასამართლო, ახლა თურმე ტენდერი ცხადდება, რომ სასამართლოს ინფრასტრუქტურა შეიძინონ და იქ დაასაწყობონ ტელეფონები, ეს მედიას სრულად ჩამოართმევს შესაძლებლობას იმუშაოს. მათ შორის პროცესის მონაწილეებისთვისაც საფრთხის შემცველია. ეს ჩვენ გვაბრუნებს იქ, სადაც ვიყავით 2012 წლამდე.

მეც ვიყავი ინიციატორი იმ კარგი ცვლილებების, 2013 წლიდან გავხსენით სასამართლო მედიისთვის და დავაბრუნეთ ის აუცილებელი ნიშნები, რაც სჭირდება პროცესის საჯაროობას. პროცესის საჯაროობა სანდოობასთანაა კავშირში. სასამართლო კერძო კორპორაცია ხომ არაა, რომ ჩაიკეტოს და დაიმალოს? ის ქვეყნის და ხალხის მსახურია და ადამიანებს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საქმე სამართლიანად მიდის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, გამორიცხავთ, რომ პროკურატურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტით, სალომე ზურაბიშვილითაც დაინტერესდეს, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მათ ამის სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ.

სალომე ზურაბიშვილის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ აქვთ. თუ პირადი შურისძიება ამოძრავებთ და ამის გამო დაიწყებენ რაიმე მოქმედებას, ამას ძალიან ღიად და მკაფიოდ დაერქმევა სახელი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა