ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ - კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, - ინფორმაციას კიასტუტის ბუდრისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლიეტუვას შორის სტრატეგიული პარტნიორობა მტკიცეა. დღევანდელი ნაყოფიერი შეხვედრისთვის მარკო რუბიოს მადლიერი ვარ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ჩვენი კომპასი ერთსა და იმავე მიმართულებას აჩვენებს: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისკენ. სახელმწიფო მდივანს მადლობა გადავუხადე ლიეტუვაში აშშ-ის ძალების ყოფნისთვის, რაც რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მოკავშირეების ერთიანობის ძლიერი სიმბოლოა“, - წერს ბუდრისი X-ზე.

მისი თქმით, „ლიეტუვა აშშ-სთან უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადაა“.

„ერთად, უკრაინის გვერდით მყარად ვდგავართ“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს