აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეაჩერა

აშშ-მა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის მოქმედება შეაჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, „ცეზარის აქტით“ გათვალისწინებული სანქციების ნაწილის მოქმედება 180 დღით შეჩერდა.

ამასთან, ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის შეჩერება ირანთან და რუსეთთან დაკავშირებულ გარკვეულ ტრანზაქციებს არ შეეხება.

„სახელმწიფო მდივანმა „ცეზარის აქტის“ სანქციები 180 დღით ნაწილობრივ შეაჩერა. ეს არ ვრცელდება რუსეთისა და ირანის მთავრობებთან დაკავშირებულ გარკვეულ ტრანზაქციებზე, ასევე, რუსული ან ირანული წარმოშობის საქონლის, ტექნოლოგიების, პროგრამების ან დაფინანსების გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „სირიის სამოქალაქო დაცვის აქტი“ იგივე „ცეზარის აქტი“ აშშ-ის კონგრესმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა, ხოლო ძალაში 2020 წლის იანვარში შევიდა. აქტის თანახმად სანქციები სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გარემოცვას, მასთან დაკავშირებულ კოპმანიებსა და ინსტიტუტებს დაუწესდა. „ცეზარის აქტის“ გაუქმებას კონგრესის თანხმობა სჭირდება, თუმცა პრეზიდენტს კანონპროექტის დებულების შესაბამისად სანქციების შეჩერება შეუძლია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს