Reuters - ინდოეთის პოლიცია ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებას ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში იძიებს

ინდოეთის პოლიცია ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებას ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში იძიებს, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინდოეთის დედაქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაჯა ბანტიამ განაცხადა, რომ გამოძიება ანტიტერორისტული კანონის, ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ კანონისა და სისხლის სამართლის სხვა კანონების ფარგლებში მიმდინარეობს.

„გამოძიება საწყის ეტაპზეა და ნებისმიერი კომენტარი ზედმეტად ნაადრევია“, - განუცხადა ბანტიამ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, ნიუ-დელიში ავტომობილი ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, „წითელ ფორტთან“ ახლოს აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს