რუსული მედია - „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ „მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს

„ეფ-ეს-ბეს“ განცხადებით, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ „მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოპარვის გეგმა აღკვეთეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო რუს პილოტებს 3 მილიონს ჰპირდებოდა, რათა „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტით აღჭურვილი „მიგ-31“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი მოეპარათ.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად უკრაინისა და ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურების მიერ მასშტაბური პროვოკაციის ორგანიზების გეგმები ჩაიშალა“, - ნათქვამია „ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში.

„ეფ-ეს-ბეს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „პროვოკაციის მოწყობის მიზნით, „მიგ-31“ რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ნატო-ს საჰაერო ბაზისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა მისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ჩამოგდება მომხდარიყო“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს