დონალდ ტრამპი - რუსეთ - უკრაინის ომისთვის 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ - ახლა ფულს აღარ ვხარჯავთ, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს „საშინელი პრეზიდენტი“ ჰყავდა, რასაც რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა კატასტროფები მოჰყვა.

„არ დაგავიწყდეთ, რვა ომი დავასრულე - მეცხრეც იქნება. შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის [ომმა] ჩვენ, როგორც ქვეყანას. ანუ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. აღარ ფულს აღარ ვხარჯავთ. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან. იცით, ნატო -ს ქვეყნების თავდაცვის ხარჯები 2 პროცენტიდან 5 პროცენტამდე ავიყვანე“, - აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, რაზე საუბრობდა, თუმცა, სავარაუდოდ, ის PURL-ის (უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია) პროგრამას გულისხმობდა. ტრამპისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ 2025 წლის ივლისში ინიცირებული PURL პროგრამის ფარგლებში, ნატო-ს მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა