გიორგი ბარამიძე - კრემლი, პუტინის გეგმის შესაბამისად, მისი მარიონეტების ხელით ცდილობს საქართველოში ის საფუძვლები მოარღვიოს, რაზეც დგას დემოკრატია - ებრძვის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს

კრემლი, პუტინის გეგმის შესაბამისად, მისი მარიონეტების ხელით ცდილობს საქართველოში ის საფუძვლები მოარღვიოს, რაზეც დგას ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატია,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან განმარტა, თუ რატომ დაიწყო პარტიამ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესი.

„გუშინ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ იყოს მხოლოდ ერთი პარტიის საზრუნავი და თემა, რადგან საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას, საქართველოში დემოკრატიის საფუძვლების მორღვევას. ეს არ არის რუსული კოლაბორანტული რეჟიმის მიერ მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედება ან მხოლოდ ერთი პარტიის გაუქმებისთვის გადადგმული ნაბიჯები. კრემლი, პუტინის გეგმის შესაბამისად, მისი მარიონეტების ხელით ცდილობს საქართველოში ის საფუძვლები მოარღვიოს, რაზეც დგას ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატია. ებრძვის პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავროო ორგანიზაციებს, თავისუფალ აზრს, მედიას და ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, რომელიც მათთვის ხელსაყრელი არ არის“,-განაცხადა ბარამიძემ.

მისი განმარტებით, არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა.

„ჩვენ არანაირი ილუზია არ გაგვაჩნია ჯიბის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმატებასთან დაკავშირებით, რადგან მას თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ივანიშვილის კრიმინალურ, რუსული მოღალატური ბანდა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, პოლიტიკური პროცესის წარსამართად, რადგან ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა. რა არის სიმართლე, რა არის პროპაგანდა, ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ვეცდებით სწორედ ამ პროცესის მეშვეობით მივაწოდოთ საზოგადოების ობიექტური ინფორმაცია. რაც შეეხება წმინდა იურიდიულ საკითხს, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ჯიბის სასამართლოს იმედად დავტოვოთ საკითხი და ყველა იმ ეტაპს გავივლით, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს საქმე წავიღოთ ევროსასამართლოში. სტრასბურგში იქნება ნამდვილი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო, სადაც ყველაფერს თავის პასუხს გასცემენ და სამართლებრივ შეფასებას მისცემენ“,-განაცხადა ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება