GCCA-ის წარმომადგენლებსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები, მიღწეული პროგრესი და სააგენტოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო მთავარი განსახილველი საკითხები GCCA-ის წარმომადგენლებსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის გამართულ შეხვედრაზე,- ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, GCCA-ის თანამშრომლები იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც KIU-ს სტუდენტებს შეხვდნენ და სააგენტოს მანდატის ფარგლებში მათ მიერ დასმულ აქტუალურ კითხვებს უპასუხეს.

„ცნობიერების ამაღლებისა და მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, შეხვედრის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ყურადღება დაეთმო მომხმარებლის მიერ გასათვალისწინებელ ინფორმაციას, როგორც პროდუქტის ადგილზე შეძენისას, ასევე ონლაინ ვაჭრობის დროს. სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორც დაიცვან საკუთარი უფლებები აღნიშნულ ურთიერთობებში.

საუნივერსიტეტო შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში GCCA-ის ინიციატივით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება