ლევან მაჭავარიანი საფრანგეთის ახალი ელჩისა და არასამთავრობოების შეხვედრაზე - კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ბინაში მოხდა შეხვედრა და არა საელჩოში - საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ელჩი და საელჩო

კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ბინაში მოხდა შეხვედრა და არა საელჩოში - საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად შეხვდა.

მისივე თქმით, იმედს იტოვებს, რომ საფრანგეთის ახალი ელჩი ვენის კონვენციის ფარგლებიდან არ გავა.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მოგეხსენებათ, ეს საფრანგეთის ახალი ელჩია და თავს შევიკავებთ კომენტარების გაკეთებისგან. საინტერესოა, თავად საელჩო რა კომენტარს გააკეთებ ამასთან დაკავშირებით. რა ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ოპოზიციის და NGO-ს წარმომადგენლებთან ბინაში მოხდა შეხვედრა, რა თქმა უნდა, კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. თუმცა, მოდით, დაველოდოთ საელჩოს განცხადებას.

რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს ის, რომ ბინაში მოხდა შეხვედრა და არა საელჩოში, არა საჯაროდ. რა თქმა უნდა, შეიძლება იქ რაღაც კითხვის ნიშნები გაჩნდეს ლოგიკურად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ელჩია, რომელიც ჩამობრძანდა საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, რომ არ გავა ვენის კონვენციის ფარგლებიდან. საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ელჩი და საელჩო ამ შეხვედრასთან დაკავშირებით," - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს