სემეკის რეგულაციების შესაბამისად, „საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციების შესაბამისად, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2025-2026 წლის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტი გამოაქვეყნა: https://bit.ly/4hoQuT3. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოქვეყნებულ პროექტზე არსებული წინადადებებისა და შენიშვნების საჯარო განხილვის შემდეგ, შპს „საქართველოს მელიორაცია” საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმს 2026 წლის პირველ თებერვლამდე დაამტკიცებს. „სემეკი დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული რეჟიმის განხილვის პროცესში, ვინაიდან სწორედ დამტკიცებული რეჟიმის შესაბამისად განხორციელდება საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდება. „წყლის მიწოდების რეჟიმის პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://bit.ly/4fokNHJ”, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება