პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 741 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით ყალბი მინდობილობა შეადგინეს, თითქოსდა დაზარალებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უფლებას აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები განეკარგა. აღნიშნულის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზარალებულის კუთვნილი, 2 741 000 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე გადააფორმეს, რომელმაც ქონება ჯერ იპოთეკით დატვირთა, შემდეგ კი გაასხვისა.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მხრიდან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს