Financial Times - ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმას განიხილავს

ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმას განიხილავს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი სადაზვერვო ორგანო ევროკომისიის გენერალური სამდივნოს ფარგლებში იმუშავებს და მისი მიზანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურების მიერ შეგროვებული ინფორმაციის უკეთ გამოყენება იქნება.

„წევრი სახელმწიფოების სადაზვერვო სამსახურებს ბევრი ინფორმაცია აქვთ. კომისიასაც ბევრი ინფორმაცია აქვს. უკეთესი გზა გვჭირდება, რათა ეს ყველაფერი გავაერთიანოთ და უფრო ეფექტურები ვიყოთ. სადაზვერვო საქმიანობისას, რაღაც უნდა გასცე, რათა რაიმე მიიღო“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, აღნიშნულ ნაბიჯს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები ეწინააღმდეგებიან, რომელიც ევროკავშირის სადაზვერვო და სიტუაციების ცენტრს (Intcen) აკონტროლებს.

გამოცემა წერს, რომ ევროკომისიას ახალი სადაზვერვო ორგანოს შექმნის გეგმა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსთვის ოფიციალურად ჯერჯერობით არ გაუზიარებია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს