საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებს ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავსების შესაძლებლობა ექნებათ

საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებს ანაზღაურებადი საქმიანობის შეთავსების შესაძლებლობა ექნებათ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით დადგენილი შეზღუდვა მათზე არ გავრცელდება.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა შესაბამისს საკანონმდებლო ცვლილებას დაჩქარებული წესით იხილავს.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მიზანი საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაზე გავრცელება ისედაც არ იყო, მაგრამ იმისთვის, რომ კანონის განსხვავებულად წაკითხვის სივრცე არ დარჩეს, პირდაპირ იწერება, რომ მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აჭარის ტელევიზიაზე არ გავრცელდება.

თანამშრომლები შეიძლება იღებდნენ ხელფასს სხვადასხვა კონკრეტული გადაცემის წამყვანობისთვის და თუ გადაცემა დაიხურა, დამატებით ხელფასს არ იღებენ. სპეციფიკური, განსხვავებული სამუშაოა. ეს კლასიკური სსიპ-ი არ არის, სადაც საჯარო მმართველობა ხორციელდება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ კომიტეტის სხდომაზე.

1-ელი ნოემბრიდან ძალაშია “ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი, რომლის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს დამატებითი საქმიანობის განხორციელება და დამატებითი საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღება ეზღუდებათ. სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებით საქმიანობის შეთავსება კი, მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით შეეძლებათ.

აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება როგორც საჯარო უწყებების საჯარო მოსამსახურეებზე, ასევე სსიპ-ებში დასაქმებულ პირებზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება