ირანის საგარეო მინისტრის მოადგილე - ირანი აშშ-თან მშვიდობიანი ბირთვული შეთანხმების მიღწევას ცდილობს

ირანს შეერთებულ შტატებთან მშვიდობიანი ბირთვული შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას არ აპირებს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ განაცხადა.

„თეირანი არ ცდილობს ბირთვული ბომბების შექნას და მზადაა, ამაში მსოფლიო დაარწმუნოს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი ადგილობრივი ბირთვული პროგრამით“, - განაცხადა ხატიბზადემ.

მისი თქმით, ვაშინგტონი თეირანს ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივ გზავნილებს მესამე ქვეყნების მეშვეობით უგზავნის.

ცნობისთვის, შეერთებული შტატები, მისი ევროპელი მოკავშირეები და ისრაელი აცხადებენ, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამას იარაღის წარმოების შესაძლებლობების განვითარების მცდელობების დასაფარად იყენებს. ირანი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის