მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა 2026 წლის ნაცვლად, 2031 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ

მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა 2031 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.

აღნიშნულ პერიოდამდე იზრდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კანონის მოქმედება, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.

აღნიშნული მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი და ეს ვადა 2031 წლის 1-ელ იანვრამდე იზრდება.

როგორც მთავრობა განმარტავს, ვადის გაგრძელება ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ხანგრძლივობას და ინტენსივობას უკავშირდება.

„მომართვისა და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაწყებულია არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად, პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე. აღნიშნული კი, კანონით დადგენილ ვადას გასცდება”, - განმარტავს მთავრობა.

საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს