ბაზრობის ორგანიზების და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი უქმდება

ბაზრობის ორგანიზების და ასევე, ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეთათვის მოქმედი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი უქმდება.

მთავრობამ პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, სპეციალურ სავაჭრო ზონასთან და ბაზრობის ორგანიზებასთან დაკავშირებული რეგულაციები „საგადასახადო კოდექსიდან“ ამოდის.

როგორც მთავრობა განმარტავს, აღნიშნული ნორმები და რეგულაციები ფაქტიურად არ ამოქმედებულა და მას აქტუალობა დაკარგული აქვს.

„იმის გათვალისწინებით, რომ მცირე მეწარმეებისთვის საშემოსავლო გადასახადის 1%-ით დაბეგვრის რეჟიმი მოქმედებს, ხსენებულ დებულებებს, რომლებიც ამოქმედების შემთხვევაში მოვაჭრეების 3%-ით დაბეგვრას ითვალისწინებს, დაკარგული აქვს აქტუალობა. შესაბამისად, სპეციალური სავაჭრო ზონისა და ბაზრობის ორგანიზების მარეგულირებელი დებულებები უქმდება“, - აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება