ტატა ხვედელიანი - საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები, კანონში ცვლილებებთან ერთად, მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიულ ვერტიკალთან მაქსიმალურ შერწყმას - 90-იანი წლების საჯარო სექტორში დავბრუნდით

საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიულ ვერტიკალთან მაქსიმალურ შერწყმას - ამ ცვლილებებით დავბრუნდით 90-იანი წლების საჯარო სექტორში, სადაც საჯარო მოხელე დაუცველი იყო პოლიტიკური ნების წინაშე - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხის კეთილდღეობას და ისინი „ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა საჯარო სექტორი და საჯარო მოხელეები. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოქალაქეებზე ზრუნვის საქმეში გამწევი ძალა და სწორედ თქვენ გიწევთ დღეს რეპრესიების ატანა, მხოლოდ იმიტომ რომ, ყველაზე სწორად აფასებთ მდგომარეობას, რომელშიც არის ჩვენი ქვეყანაა.

დღეს, ადამიანები, რომლებმაც 800-მდე საჯარო მოხელეს განსხვავებული აზრისთვის დაატოვებინეს სამუშაო ადგილები, მიგვითითებენ საჯარო სამსახურის პატივისცემისკენ. ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ საჯარო სამსახური არა ხალხს, არამედ პარტიას უნდა ემსახურებოდეს. მიიჩნევენ, რომ განსხვავებული აზრის გამო საჯარო მოხელეთა დევნა და მათი სამსახურებიდან გათავისუფლება ნორმაა. ჩვენს გუნდსაც, რომლის უმრავლესობამაც წლები შევალიეთ ძლიერი და ღირსეული საჯარო მოხელის ინსტიტუტის მშენებლობას, ეს ადამიანები მიგვითითებენ პატივი ვცეთ საჯარო მოხელეებს. ამ სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიულ ვერტიკალთან მაქსიმალურ შერწყმას. ამ ცვლილებებით დავბრუნდით 90-იანი წლების საჯარო სექტორში, სადაც საჯარო მოხელე დაუცველი იყო პოლიტიკური ნების წინაშე.

დღეს ქვეყანაში არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება ხალხის კეთილდღეობას და ისინი „ოცნებისთვის“ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. თქვენ გააუქმეთ ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო რგოლები, როგორიცაა საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო, რომელიც იყო რეფორმებისა და ძლიერი საჯარო სექტორის გარანტი, პარლამენტის კვლევითი ცენტრი, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რგოლი საჯარო სექტორში, რომელიც წინაღობა იყო რეჟიმისთვის. „ოცნების“ მიერ დაწყებული რეორგანიზაციებით ქვეყანაში 800-მდე ოჯახის წევრი დატოვეთ უმუშევარი, მხოლოდ იმიტომ რომ მათ გამოხატეს განსხვავებული აზრი ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

თქვენი პოლიტიკური რეპრესიების ნათელი მაგალითია ეკა უდესიანი! ადამიანი, რომელიც 19 წლის განმავლობაში მუშაობდა პარლამენტის აპარატში, ევროინტეგრაციის კომიტეტში, ისიც განსხვავებული აზრისთვის გაუშვით. ახლა კი მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მასწავლებლებს: თქვენ, ვინც არ ეთანხმებით თქვენი დირექტორების პოლიტიკურ შეხედულებას, შესაძლებელია სხვა სკოლაში პარალელურად მუშაობა ვეღარ შეძლოთ, რადგან ეს დამოკიდებული იქნება თქვენი ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზე. თუ „ოცნების“ წარმომადგენლები მართლა გაბედავთ კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენი გუნდი მხარს დაგიჭერთ. სწორ და ეფექტიან მეთოდებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ნამდვილად უზრუნველყოფს კორუფციის პრევენციას. ჯერჯერობით, მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორ მალავთ ასობით მილიონი ლარის გათეთრების საქმეებზე კორუფციულ კვალს და ვხედავთ როგორ ებრძვის კალაძე-კობახიძის დაჯგუფება მასწავლებლებში კორუფციას“,- განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება