ნინო წილოსანი - ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ, ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა

ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ, ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე.

„იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მუდმივი ეკონომიკური წინსვლა აქვს და ყველა პარამეტრით უმჯობესდება ჩვენი მოცემულობა, ჩვენი ოპონენტები ყოველდღიურ რეჟიმში აზიანებენ და ცდილობენ, ჩამოშალონ ქვეყნის ეკონომიკა. დავიწყოთ არეულობებისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკით. ოპოზიციის მუდმივი არეულობები ქუჩებში პირდაპირ აისახება ქვეყნის იმიჯზე და მათი გათვლებით უნდა აისახოს, როგორც ჩვენს საინვესტიციო რეიტინგებზე, ასევე აღქმებზე. თითოეული გარეთ მოწყობილი და უმსგავსო, ყველა მავნებლობის ჩათვლით მიტინგი თუ აქცია სწორედ რომ გარეთ უცხოელი ინვესტორებისა თუ ტურისტებისთვის უნდა იყოს წითელი ნიშანი, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ. თითოეული გასროლილი მაშხალა თუ ფეიერვერკი, რომელსაც პოლიციელს უმიზნებდნენ, უნდა იყოს განგაშის ზარი ნებისმიერი უცხოელისთვის, რომ ეს ქვეყანა უსაფრთხო არ არის. თითოეული მათი გაკეთებული განცხადება, ლარის კურსის მიმართულებით, უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის საზიანოდ ასახული“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი განმარტებით, ოპოზიციას ქართველმა ხალხმა ყველა არჩევნებზე საპასუხო პასუხი გასცა.

„ამ მავნებელი პოლიტიკოსების მთლიანი ძალისხმევა მიემართება, რომ მათი ბრძოლა არათუ პოლიტიკურ ჭრილში იყოს უსამართლო, უსაფუძვლო, დეზინფორმაციული და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, არამედ ეს ყველაფერი იყოს გამძაფრებული ეკონომიკის ჩამოშლის სურვილით და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე დარტყმით. ვფიქრობ, ამ ადამიანებს საკადრისი პასუხი გასცა ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა არჩევნებზე, მაგრამ დღევანდელ თუ ყველა სხვა განცხადებაში, რომელიც მათ წინააღმდეგ იქნება ჩვენგან მიმართული, ყოველთვის გავახსენებთ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამის საპირწონედ ეჭვიც არ მეპარება, რომ „ქართულ ოცნებას“ ხშირად უპირობო ნდობაც აქვს ქართველი ხალხის მხრიდან“,-განაცხადა ნინო წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება