ადვოკატი - პროკურატურა მეგი დიასამიძეს 2 საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება, რომელთა ჯამური ღირებულებაც 380 ლარია

პროკურატურა მეგი დიასამიძეს 2 საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავება, რომელთა ჯამური ღირებულებაც 380 ლარია, - ამის­ შესახებ აქტივისტ მეგი დიასამიძის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ ტექნოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოითხოვა, რომელსაც დაცვის მხარეც დაეთანხმა, „რადგან დასკვნაში რაიმე ხელშესახები არ წერია“.

„საქართველოს პროკურატურა მეგი დიასამიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის დარღვევას ედავება, კერძოდ, აქტივისტს ედავებიან, რომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერი დააზიანა, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დაახლოებით 380 ლარის ოდენობით. დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა, დაცვის მხარემ ამ უფლებით არ ვისარგებლეთ. ასევე, ბრალდების მხარემ პროცესზე მოითხოვა ახალი მტკიცებულებების დართვა, რომელიც ტექნოლოგიურ ექსპერტიზას გულისხმობს. ჩვენ კი ამ მტკიცებულებების დართვა მოვითხოვეთ, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში არაფერი არ აღმოჩნდა“, - განაცხადა აიჰან ჰასანლიმ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათგან ორი აქციის მონაწილეთა მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, ხოლო მეგი (ირმა) დიასამიძე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით. ის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება