საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი იქნება, პირებს, რომლებმაც კვალიფიკაცია 2017 წლამდე მიიღეს და ეს კვალიფიკაცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონს არ შეესაბამება, სერტიფიკატი განუახლოს ან ახალი გადასცეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილი იქნება, პირებს, რომლებმაც საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია 2017 წლამდე მიიღეს და მათი კვალიფიკაცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება, კომპეტენციის სერტიფიკატი განუახლოს ან ახალი სერტიფიკატი გასცეს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა საკითხის პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განხილვისას განმარტა, ამჟამად მოქმედი რეგულაცია პრობლემას იმ პირებს უქმნის, რომლებმაც პროფესიული საზღვაო განათლება 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში მიიღეს, თუმცა ახალი კანონის მიღების შემდეგ, 2014 წლის 14 ნოემბრამდე კომპეტენციის სერტიფიკატის აღება ვერ მოასწრეს

იოსელიანის ინფორმაციით, 1999 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, 3-წლიანი პროფესიული სწავლა 1200-მა კურსდამთავრებულმა დაასრულა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ 1200 კურსდამთავრებულიდან 795 პირმა კომპეტენციის სერტიფიკატის აღება ამ ვადაში ვერ მოახერხა.

„პარლამენტში წარმოდგენილი ცვლილების მიღებით, 795 მეზღვაურს მიეცემა შესაძლებლობა მიიღონ ან განაახლონ მართვის ან ექსპლუატაციის დონის კომპეტენციის სერტიფიკატები, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებით. მოთხოვნებში იგულისხმება აღიარებულ საწვრთნელ ცენტრებში შესაბამისი გადამზადების გავლა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამოცდის ჩაბარება და გასაუბრება“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება