მარიამ ლაშხი ვიკა ფილფანს - კორუფციასთან ბრძოლა რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, ამას მიმდინარე ფაქტებიც ცხადყოფს - მინდა შეგახსენოთ, რომ „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ წარსულს ჩაბარდა

კორუფციასთან ბრძოლა რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია, ამას მიმდინარე ფაქტებიც ცხადყოფს. ქალბატონო ვიკა, მინდა შეგახსენოთ, რომ „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ წარსულს ჩაბარდა - ამ მიმართულებით თქვენგან სასწავლი არაფერი გვაქვს, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ვიკა ფილფანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან, მარიამ ლაშხმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომლის თანახმად, პედაგოგებს რეპეტიტორობა აეკრძალებათ.

„მინდა ჩემ კოლეგის დეზინფორმაციას ვუპასუხო, რეპეტიტორის ინსტიტუტთან დაკავშირებით, რაც სრული სიცრუეა და კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას მოიტანს, ჩრდილი მიაყენონ და საზოგადოება შეიყვანონ სიცრუეში. კორუფციასთან ბრძოლა რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია ამას მიმდინარე ფაქტებიც, კიდევ ერთხელ, ცხადყოფს. ქალბატონო ვიკა, მინდა შეგახსენოთ, რომ „ჯიგრულ, ქართულ პონტში“ წარსულს ჩაბარდა და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება. ასე რომ ამ მიმართულებით თქვენგან სასწავლი არაფერი გვაქვს.

კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება, მათ შორის რეგულირდება საგანმანათლებლო მიმართულება, რაც პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას გულისხმობს. კანონი ითვალისწინებს, რომ თუ პედაგოგს სურს დამატებითი საქმიანობა, მათ შორის სხვა სკოლაში სწავლება, ეს უნდა მოხდეს დირექტორთან შეთანხმებით. ეს არის თავისუფალი შრომის უფლების დაცვა გამჭვირვალეობის პირობებში და არა აკრძალვა. ის რომ რეპეტიტორის აკრძალვა ხდება, ეს არის თუნდაც იურიდიული აბსურდი, ვინაიდან კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობაში უბრალოდ არ არსებობს, არც ერთ საკანონმდებლო აქტში მოხსენიებული არ არის. შესაბამისად, ის რაც კანონით არ არის დარეგულირებული იმის აკრძალვა ფიზიკურად შეუძლებელია. ეს არის მანიპულაცია და საზოგადოების, მათ შორის პედაგოგების შეშინების მცდელობა“-განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება