მარტა კოსი მოლდოვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი მოლდოვას ეწვია და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრუ მუნტეანუს შეხვდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროკომისარი ასევე შეხვდა ვიცე-პრემიერს ევროპული ინტეგრაციის საკითხებში კრისტინა გერასიმოვას და ქვეყნის ახალი მთავრობის სხვა წევრებს.

მოლდოვას რესპუბლიკაში ევროკავშირის დელეგაციაში აცხადებენ, რომ შეხვედრებზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმები, კანონის უზენაესობის განმტკიცება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ევროკავშირის მიერ ამ მიზნების მიღწევის მუდმივი მხარდაჭერა.

გავრცელებული ინფორმაციით, მარტა კოსმა მოლდოვას რესპუბლიკას ის პროგრესი მიულოცა, რაც 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია აღნიშნული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება