ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს, არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს

ნათელია, ბრიუსელს აქვს პოლიტიკა, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან - მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკა, თუმცა მინდა ვიმედოვნო, რომ ეს მალე შეიცვლება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ბრიუსელში მართლაც აქვთ გულწრფელი ინტერესი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში, მაშინ ისინი უნდა ელაპარაკონ იმ ხელისუფლებას, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია.

როგორც სამხარაძე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვიეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს.

„ის ფაქტი, რომ საქართველო არ არის მიწვეული არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ბრიუსელს აქვს. მათ შორის გაგახსენებთ, რომ საქართველო მიწვეული არ იყო შავი ზღვის დაკავშირებადობის სამიტზე, რომლის მთავარი თემაც იყო ევროპის დაკავშირება კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიასთან. როდესაც საქართველოს ასეთ ღონისძიებაზე არ მიიწვევ გაუგებარია, რა გზებით აპირებენ ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას კავკასიის გავლით თუ არა საქართველოს გავლით. ამიტომ ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არ ჰქონდეს დიალოგი საქართველოს მთავრობასთან. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან წამგებიანი, გაუაზრებელი და არალოგიკური პოლიტიკა ბრიუსელის მხრიდან, თუმცა ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს პოლიტიკა, მალე შეიცვლება, იმიტომ რომ თუ მათ მართლაც აქვთ გულწრფელი ინტერესი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იხილონ ევროპულ ოჯახში მაშინ ისინი უნდა ელაპარაკონ იმ ხელისუფლებას, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა," - განაცხადა სამხარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება