ევროკომისიის პრესსპიკერი - შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის - რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, პოლიტიკური კონტაქტები შევამცირეთ

შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში გიომ მერსიემ „ევროსკოპის“ რედაქტორს, თამარ ნუცუბიძეს განუცხადა.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არ ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, პრესსპიკერმა უპასუხა:

„გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ გაფართოების ანგარიში, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო უკუსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით და ეს უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. სიტუაცია გაუარესდა გასული თვეების განმავლობაში და ჩვენ აღვნიშნეთ დემოკრატიული უკუსვლა“.

მისი თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო არსებულ სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. ასე რომ, გაფართოების ანგარიშთან, გაფართოების ფორუმთან დაკავშირებით შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე, საქართველო გაფართოების ფორუმზე არ მიიწვიეს“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

ინფორმაციისთვის, გაფართოების ფორუმი ბრიუსელში 18 ნოემბერს უნდა გაიმართოს.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა