ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით

ჯპს-ის ბრენდისთვის 30 წელი მხოლოდ საიუბილეო თარიღი არ არის — ეს არის გზა, რომელიც ერთად გავიარეთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებთან ერთად. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ იუბილე აღგვენიშნა განსაკუთრებული სიახლით — განახლებული ზღარბი ბარათით. ახლა შენ შეგიძლია უფრო სწრაფად დააგროვო ქულები, მიიღო ახალი შეთავაზებები და ყოველ ნაბიჯზე იგრძნო, რომ შენი ერთგულება ნამდვილად ფასდება.

ზღარბი ბარათი თავისი პირობებით უნიკალურია სააფთიაქო ბრენდებში, რომელიც მომხმარებლებს ქულების დაგროვების და ამ ქულებით მრავალი ბენეფიტის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ნებისმიერი შენაძენი, იქნება ეს აფთიაქსა თუ ონლაინ შოპინგისას, ჯამდება და ყოველი კვარტლის ბოლოს ენიჭება ვარსკვლავები, სწორედ ეს ვარსკვლავები განსაზღვრავს ბარათის სტატუსსა და ქულების დაგროვების სიჩქარეს.

  • 1 ვარსკვლავი — სტანდარტული დაგროვება
  • 2 ვარსკვლავი — აგროვებ 2-ჯერ უფრო სწრაფად
  • 3 ვარსკვლავი — აგროვებ 3-ჯერ უფრო სწრაფად
  • 4 ვარსკვლავი — აგროვებ 4-ჯერ უფრო სწრაფად
  • 5 ვარსკვლავი — მაქსიმალური სიჩქარე და განსაკუთრებული პრივილეგიები

დაგროვილი ქულებით შენ შეგიძლია შეიძინო შენთვის სასურველი, ნებისმიერი სააფთიქო პროდუქტი. თუ ქულა არ გყოფნის, თანხასაც დაამატებ. სურვილისამებრ შეგიძლია სხვასაც გადაურიცხო ქულები აპლიკაციით MY GPC ან ვებგვერდით gpc.ge. ან და მეტიც, დაესწრო “ჯპს ჯლუბის” მასტერკლასებს, რომელიც არის ექსკლუზიურად შენთვის.

ყოველი ვარსკვლავი ახალ შესაძლებლობებს გიხსნის: უფასო სერვისები, სპეციალური შეთავაზებები, ჯპს კლუბის მასტერკლასებზე დასწრების შანსი, უფასო მიწოდება და სხვა სიურპრიზები. შენი აქტივობის შესაბამისად, ბენეფიტები ავტომატურად განახლდება პირად პროფილში — MY GPC აპლიკაციაში ან gpc.ge-ზე.

დეტალები იხილეთ ჯპს-ს ვებ გვერდზე: https://gpcloyalty.info/4pbNm03

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება