12 ნოემბერს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს

12 ნოემბერს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო პარამეტრებს პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრი გააცნობს.

ბიუჯეტის პროექტის ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, 2026 წლისთვის გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:

რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5.0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი - 5.3%-ს შეადგენს.

ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110.5 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26.8 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24.2%-ია. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35.0%-ის ფარგლებშია.

პროექტის თანახმად, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 მილიარდ 290 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა კი, 30 მილიარდ 475 მილიონ ლარს შეადგენს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 9 მილიარდ 620 მილიონ ლარს აჭარბებს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 615 მილიონი ლარით, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება 319 მილიონი ლარით განისაზღვრა. სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 295 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 97 მილიონ ლარამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 855 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 110 მილიონი ლარი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 142 მილიონი ლარი.

პარლამენტი 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს