12 ნოემბერს სამტრედია(დაფნარი)-სუფსას მონაკვეთსა და 13-15 ნოემბერს ხაჯალია-სუფსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

12 ნოემბერს სამტრედია(დაფნარი)-სუფსას მონაკვეთსა და 13-15 ნოემბერს ხაჯალია-სუფსის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე (ხაჯალიას კვანძი-სუფსის კვანძი), დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების მიმდინარე სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ0-კმ54 (სამტრედია(დაფნარი)-სოფ. სუფსა) მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვის პერიოდში, კერძოდ 12 ნოემბერს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ248-კმ282 და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ1-კმ47 მონაკვეთების გამოყენებით, ხოლო გრიგოლეთი-სამტრედიის მიმართულებით იმოძრავებს პირიქით. ხოლო, 2025 წლის 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე (ავტომაგისტრალი) მოძრავი საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ45-კმ54 მონაკვეთზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს