პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები მსვლელობას მართავენ

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, თუმცა წინასწარ არ აცხადებენ, რა იქნება საბოლოო დანიშნულების ადგილი.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო გამოდი”.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათ კორდონი აქვთ შექმნილი და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!