ლევან კუპატაშვილის ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ - ბრალდება აბსურდულია

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ლევან კუპატაშვილის ადვოკატის დავით გაფრინდაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

როგორც ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, პროკურატურის ბრალდება აბსურდულია და ვერ წარმოადგინა არგუმენტები, რომლებიც პატიმრობის აუცილებლობას გაამართლებდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. დღეს გამოჩნდა თუ რამდენად აბსურდულია ბრალდება, მეორე მხრივ, პროკურატურამ ვერ შემოგვთავაზა მსჯელობა თუ რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის სახით. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორს ამ მიმართულებით არგუმენტები არ გააჩნდა, გადაწყვიტა მთელი თავისი პოზიცია დაემყარებინა ბრალდების ფორმულირებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რასაც 2023 წლიდან იძიებენ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. გამოჩნდა თუ რამდენად აბსურდულია ბრალდება. მეორე მხრივ, პროკურატურამ ვერ შემოგვთავაზა მსჯელობა თუ რატომ უნდა ყოფილიყო გამოყენებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის სახით. პროკურორს ამ მიმართულებით არგუმენტები არ გააჩნდა. გადაწყვიტა, რომ თავისი პოზიცია დაემყარებინა ბრალდების ფორმულირებაზე და იმ მტკიცებულებაზე, რასაც 2023 წლიდან იძიებენ, 2 წელზე მეტია რაც გამოძიება დაიწყო.

ამასთან, საქმე არის 70-ტომიანი, რაც არის 17 000 გვერდი, რომელიც დაცვის მხარეს პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათის წინ გადაეცა. ბუნებრივია, დაცვის მხარე სრულყოფილად ვერ შეძლებდა საქმის მასალების გაცნობას. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურორმა ვერ შეძლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, მან ისაუბრა მხოლოდ ბრალდებასთან დაკავშირებით,

თავის მხრივ, დაცვის მხარემ სასამართლოს შევთავაზეთ ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენება 50 ათასი ლარის ოდენობით",- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს