21 ადგილობრივ უნივერსიტეტში „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გრძელდება - „საქართველოს ბანკი“ - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს 21 ადგილობრივ უნივერსიტეტში სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

რა უნდა იცოდე, საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ?

  • აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთწლიანია, თუმცა, შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს განაცხადი ყოველწლიურად შეავსონ და კვლავ მოიპოვონ დაფინანსება;
  • სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრიატის ნებისმიერ საფეხურზე მყოფ სტუდენტს შეუძლია; მათ შორის მათაც, ვისაც მიღებული აქვს სახელმწიფო გრანტი, თუმცა, კერძო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი ფინანსები სჭირდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში, სტიპენდიატების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების (GPA) და სამოტივაციო წერილის მიხედვით ხდება;
  • საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტში 21 ადგილობრივი უნივერსიტეტია ჩართული, რომელთა ნახვა ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი. შეავსე განაცხადი და გახდი შემდეგი შენ.

გამოგზავნე განაცხადი შენც და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

ინფორმაციისთვის, ეს საქართველოს ბანკის მიერ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტის ახორციელებს და უჭერს მხარს, რომელთა მეშვეობით 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების, საკუთარი პოტენციალის გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობას. საქართველოს ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს