Reuters - უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა

უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა, - ინფორმაციას Reuters-ი უკრაინის პრემიერ-მინისტრზე, იულია სვირიდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით მთავრობის საგანგებო სხდომა ჩატარდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გერმან გალუშენკოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობები შეუჩერდეს“, - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, იუსტიციის მინისტრის მოვალეობას ევროინტეგრაციის საკითხებში გალუშენკოს მოადგილე, ლუდმილა სუგაკი შეასრულებს.

გალუშენკო, რომელიც წარსულში უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გამოძიების ფარგლებში მისი უფლებამოსილების შეჩერება ცივილიზებული ნაბიჯია“.

„თავს სამართლებრივი საშუალებით დავიცავ და ჩემს პოზიციას დავამტკიცებ“, - აღნიშნა გალუშენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა. გუშინ, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სქემაში მონაწილე შვიდ პირს ბრალი წაუყენა, კერძოდ, ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომში“ შესყიდვების კონტროლის გამო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება