დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს ამჯერად დიდ დიღომში, ფატმანის ქუჩაზე ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქამდე გრუნტიანი გზა არსებობდა, რაც მოსახლეობისთვის გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემას ქმნიდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაცია არ არსებობდა. პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მოეწყო და მიწისქვეშ განთავსდა კომუნიკაციების ქსელი. 8 128 კვ.მ ფართობზე იგება ასფალტის საფარი. ძალიან ჭირდა გადაადგილება, არსებობდა გრუნტის გზა და წვიმიან ამინდებში მისი გამოყენება უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ფატმანის ქუჩაზე არსებული გრუნტიანი გზის ნაცვლად, მოქალაქეები გადაადგილებას უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გზაზე შეძლებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში