პრემიერი - საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც ქვეყნის ინტერესების, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და განმტკიცებას ემსახურება.

„დიპლომატის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა და სიმბოლურია, რომ ეს დღე გამოჩენილი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება, რომლის საქმიანობამაც ქართული დიპლომატიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და გამორჩეული დიპლომატის, აკაკი ჩხენკელის ხსოვნას ეძღვნება. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიპლომატები სწორედ ამ მოღვაწეთა მაგალითის მიხედვით აგრძელებდეთ ღირსეულ სამსახურს, ემსახურებოდეთ საქართველოს ინტერესებს, დაიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და განამტკიცოთ საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იყო და რჩება დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მშვიდობა და განვითარება. ეს არის პასუხი ჩვენი სახელმწიფოს ყველა გამოწვევაზე. საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია.

გასული 5 წელი და განსაკუთრებით გასული 3 წელიწადი იყო უამრავი გამოწვევით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის და ამ ვითარებაში ქართველი დიპლომატების როლი იყო განსაკუთრებული. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური კორპუსი და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპულად და ამაყად ემსახურებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და თითოეულ ელჩს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს პროფესიულ დღეს, მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი