ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, 10:00-დან 20:00 საათამდე, მეტეხის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„გარდა ამისა, გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის მარჯვნივ მოხვევა აიკრძალება. გადაადგილება ასევე შეიზღუდება ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი.

შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება კოტე აფხაზის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ის ტრანსპორტი, რომელიც მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედანზე და შემდეგ, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზის ქუჩით საშუალებით იმოძრავებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია