„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე, ვაკის რაიონის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყლის მიწოდების შეზღუდვა წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს უკავშირდება.

„13 ნოემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ფალიაშვილის და ბაზალეთის ქუჩის კვეთაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს, ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 13 ნოემბერს, საღამოს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ფალიაშვილის ქუჩა N1-N33, N2-N36, ჭავჭავაძის გამზირის N22-N34, აბაშიძის ქუჩაN1-N21, N2-N22, კეკელიძის ქუჩა N2, N4. ბარნოვის ქუჩა N77-N83, N84-N94, ბაზალეთის, ერისთავის, თაყაიშვილის, ნაფარეულის, შროშის, ქუთათელაძის, მცხეთის და ქობულეთის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ