ანონსი  13 ნოემბერი

13 ნოემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 20-მდე ქვეყნის დელეგაცია სტუმრობს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის.: თელავის ქუჩა #20

საკონტაქტო: ნანო ცირეკიძე 568 107 171; თამთა სალია 591101706

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგს გამართავს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08; ანუკა გაბელია - 551 633 644

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის მკვლევარების მიერ ცუცხვათის მღვიმეში ნეანდერტალელის მეორე კბილის აღმოჩენის თაობაზე პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 შეხვედრების ოთახი, (ჩოლოყაშვილის გამზირი N 3/5)

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ნოდარ კაპანაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბიუჯეტის პროექტი, ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, პოლიტიკური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე განცხადებას გააკეთებს.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი 5 - ლიზიკო ქავთარაძის ქ. 1. სადარბაზო 2. სართული 4

საკონტაქტო: 579 95 76 65

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება