მიხეილ სარჯველაძე - პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, ამბიციური გეგმები გვაქვს - რეფორმა გულისხმობს ამ რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისთვის ანაზღაურების ზრდას, ფინანსურ წამახალისებელ მექანიზმებს

პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უკვე დასრულდა პროგრამის საპილოტე ეტაპი.

მისი განცხადებით, მიღებული მონაცემების დამუშავებისა და შეჯამებისთანავე, რეფორმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება.

„მომდევნო წლის დასაწყისიდან, გვექნება შესაძლებლობა, თითოეულ მოქალაქეს, ქვეყნის მასშტაბით, ძალიან მაღალი დონის, შედეგზე ორიენტირებული პირველადი ჯანდაცვის სერვისები შევთავაზოთ. მაქსიმალური ეფექტურობისთვის, რეფორმა გულისხმობს ამ რგოლში დასაქმებული ექიმებისა და ექთნებისთვის ანაზღაურების ზრდას, გარკვეულ ფინანსურ წამახალისებელ მექანიზმებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ რეფორმის მთავარ მიზანზე, ძლიერი პირველადი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არის რგოლი, სადაც პაციენტი, პირველ, ყველაზე საჭირო რჩევებს იღებს.

„ქვეყანაში ფუნქციონირების 1004 დაწესებულება, რომ მოქალაქეებმა სწრაფად მიიღონ ყველაზე საჭირო, სამედიცინო პირველადი რჩევები. 1500-ზე მეტი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი მუშაობს იმისთვის, რომ პაციენტებმა მიიღონ რეკომენდაცია სკრინინგის შესახებ. ასევე - რჩევები, როგორ აირიდონ თავიდან გადამდები თუ არაგადამდები დაავადებები, რომელ ექიმს მიმართონ, ან როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია.

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რგოლის ეფექტიანობის გაზრდა, რადგან პირველადი ჯანდაცვის რეფორმის წარმატება ნიშნავს, მოქალაქისა და სახელმწიფოსთვის, უამრავი თანხის დაზოგვას, თუმცა, პირველ რიგში, ეს ნიშნავს თითოეული პაციენტის კეთილდღეობას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი