კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად ჯანდაცვის, სოციალურ, არქიტექტურულ, ურბანულ, სატრანსპორტო და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

„თბილისის მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და მათ, მერიის კომპეტენციის ფარგლებში, დახმარება აღუთქვა.

დღეიდან, ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისის მერიაში გაიმართება ინტენსიური შეხვედრები. კახა კალაძესთან შეხვედრის მსურველებს საშუალება აქვთ, მერიის პირველ სართულზე მდებარე მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრში, შემოიტანონ განაცხადი შეხვდრაზე დასწრების მოთხოვნით, სადაც უნდა მიუთითონ საკითხი, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციის ფარგლებში შედის.

მოქალაქეები მერს ეტაპობრივად, რიგითობის პრინციპით შეხვდებიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს