თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი მიხეილ ყაველაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი მიხეილ ყაველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მხარეებმა განიხილეს საქართველოში, თუქეთის სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიების საკითხი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

“ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა”, - წერია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება