ბერდია სიჭინავა - გიორგი გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას ქართული პროკურატურა ედავება იმავე ფორმით, როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი აკეთებდა - სამარცხვინო ლაქად დარჩება

ეს არის ბრალდება, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება არა მარტო პროკურატურის ისტორიაში, - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მას გიორგი გახარიას მიმართ ბრალდება გააცნეს.

სიჭინავას თქმით, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ვენდეტის ობიექტია.

"მიუხედავად იმისა, რომ ბინძურად აჟღერებდნენ ბრალდებებს, თითქოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იყო, უცხო ქვეყნის მტრულ საქმიანობაში დახმარება იყო და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ჩამოვიდნენ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ვერცერთი მტკიცებულება ვერ მოიძიეს, რომელიც მტრულ საქმიანობაში რომელიმე ქვეყნისთვის დახმარებას დაადასტურებდა.

ეს არის პირდაპირი ფორმით შეთითხნილი ბრალი, რომელიც ადასტურებს ერთადერთ გარემოებას - როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ედავება ქართულ მხარეს ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, პოლიციის მინისტრს, რომლის უფლებამოსილება იყო საგუშაგოს განთავსება. ამას ედავება ზუსტად დღეს უკვე ქართული პროკურატურა, იგივე ფორმით, რა ფორმითაც ამას აკეთებდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი.

ეს არის ბრალდება, რომელიც პასუხგაუცემელი არ დარჩება. ეს არის ბრალდება, რომელიც სამარცხვინო ლაქად დარჩება არა მარტო პროკურატურის ისტორიაში, ეს იქნება საქმე, რომლიდანაც აუცილებლად დაიწერება კონკრეტული ადამიანების სახელებითა და გვარებით ბრალის შესახებ დადგენილება, ოღონდ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატისთვის.

ჩვენ არავის ვაპატიებთ იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგეს არა გიორგი გახარიას წინააღმდეგ, გიორგი გახარია არის კონკრეტული ვენდეტის ობიექტი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.

რაც შეეხება 20 ივნისის თემას, ახლა მივდივარ თბილისის პროკურატურაში, რათა გავეცნო 20 ივნისის თემასთან დაკავშირებულ ბრალს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა