გიორგი ბარამიძე - რეჟიმის და პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დააშინოს, გაანადგუროს, ამას მოღალატეთა ბანდა ვერ მიაღწევს - გავაგრძელებთ ბრძოლას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა "ვივამედიდან" ციხეში დაბრუნებას „პუტინის დავალებას“ უწოდებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები გააგრძელებენ ბრძოლას.

“დღეს, რამდენიმე საათის წინ, მოღალატეთა და კრიმინალთა რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანოს. ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით, რადგან პუტინის მიზანია, ბრძოლა დამოუკიდებელ, თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომლის მშენებლობის სიმბოლო არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ რეჟიმის და პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დააშინოს და გაანადგუროს, ამას მოღალატეთა ბანდა ვერ მიაღწევს. მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები, ვინც რუსთავის ციხესთან მოვედით, გავაგრძელებთ ბრძოლას. დარწმუნებულები ვართ, რომ რადგან ჩვენი ბრძოლა მართალია, რადგან ჩვენი ბრძოლა არის საქართველოს გათავისუფლებისთვის , ფეხზე დაყენებისთვის და გამთლიანებისთვის, ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ და ამ კრიმინალების ბანდას საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ხალხი. ძალა ერთობაშია! თავისუფლება პუტინის პირად ტყვეს და მძევალს მიხეილ სააკაშვილს!”,- განაცხადა ბარამიძემ რუსთავის ციხესთან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს