აშშ-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისი შვებულებაში მყოფ ფედერალურ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელიც ე.წ. „შათდაუნის“ გამო შვებულებაში მყოფ ფედერალურ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების მითითებას აძლევს.

„სააგენტოებმა ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ოფისები სწრაფად და მოწესრიგებულად გაიხსნას 2025 წლის 13 ნოემბერს. თანამშრომლებს, რომლებიც ასიგნებების არარსებობის გამო შვებულებაში იმყოფებოდნენ, 13 ნოემბერს სამსახურში დაბრუნების მითითება უნდა მიეცეთ,“ - ნათქვამია მემორანდუმში.

დოკუმენტი მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნის“ დასრულება გამოიწვია.

„შათდაუნის“ გამო, დაახლოებით 670 000 ფედერალური თანამშრომელი შვებულებაში იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს